Friday, November 25, 2016

  "სამშობლოსგან გადახვეწილის სევდა"


     სამშობლო ადამიანის ნაწილია, ღრმად გამდგარი ფესვები აქვს ადამიანს მასში და ვერანაირი ძალა ვერ ამოგლეჯს მასს. ადამიანისთვის სამშობლო ყველაფრით ღირებულია: თუნდაც მიწა-წყლით, თვალწარმტაცი ბუნებით, ერის ტრადიციებით და კულტურით, ახლობელი ადამიანებით და სხვ. ადამიანები თვიანთ ქვეყანაში ლაღად, ბუნებრივად ცხოვრობენ. როცა ისინი რაღაც მიზეზით სმშობლოს წყდებიან და სხვა ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად ლაღი და ბუნებრივი ცხოვრება წარსულში რჩება და სულ სხვა, უცხო და შებოჭილი ცხოვრება იწყება. ხშირია შემთვევები როცა მიდიხარ და ვეღარ ბრუნდები. გენტრება, ძალზე გენატრება, წუხხარ, ტირიხარ, მაგრამ იცი რომ სხვა გზა არაა ლოდინის გარდა. გძულს შენი თავი, რადგან იქ ვერ ჩადიხარ, ვერ ნახულობ. სამშობლოს სიყვარსულს, თუ რას ნიშნავს იგი შენთვის მაშინ ვაცნობიერებთ როცა მისგან მოწყვეტილები ვართ, მაშინ ვხვდებით მის ფასს.
    მ.ჯავახიშვილის  "მიწის ყივილი", მ.სალაძის "ქართველი ემიგრანტის ცრემლნარევი ინტერვიუ", გ. ტაბიძის "შინდისის ჭადრები", ყველგან სამშობლოსგან გადახვეწილის სევდაა. მონატრება ყველაფერი მშობლიურის: საუბრის, წეს-ჩვეულების, ბუნების.              
     ალექსანდრე ბესტავაშვილი, ლონდონში მცხოვრები ქართველი,  ყველანაირად ცდილობს თავისი სამშობლო საქართველოს შენარჩუნებას თავის სახლში. "ჩემი ოთახი პატარა საქართველოა", "ქართულს რა დამავიწყებს, გულში თავს ქართულად ველაპარაკები". ხოლო ანდრო კაიშაურს უკვე 88 წელს მიღწეულ მოხუცს ქართველობის არაფერი შერჩა. ყველაფერი ქართული მიძინებულა მის გონებაბაში და დიდ სიღრმეში დაედო ბინა. მაგრამ მის ცხოვრებაში ქართველი სტუდენტის გამოჩენის შემდეგ, ქართველობის გაჩენილი ნაპერწკალი დიდ ცეცხლად იქცა. შინდისის ჭადრების ლირიკულ გმირს არ მოსწონს საზღვარგარეთ ყოფნა, წუხს ამაზე და განიცდის. იხსენებს იმ დროს, როცა იგი თავის სამშობლოში იმყოფებოდა და შესტირის მას. რამდენი ადამიანი იქნება ანდროსა და ალექსანდრეს ბედის მქონე? უამრავი. შეიდძლება მათ კარგად ვერ გავუგო, რადგან ჯერჯერობით მათი ბედი არ გამომივლია, მაგრამ გალაქტიონ ტაბიძემ, მანანა სალაძის ინტერვიუმ და მიხეილ ჯავახიშვილმა მკაფიოდ დამანახეს სამშობლოს მოცილებული ადამიანის განცდები.

VII კლასი

5 comments: