"სამშობლო უფრო ღრმადაა"- ნ.დუმბაძის მოთრობა "HELLADOS"-ის მიხედვით
* * *
სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის 14 წლის ბიჭი იყო იანგული. დედა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა. მამამის ეხმარებოდა მეურნეობაში, უმეტესი დრო კი "ქუჩაში იყო გადებული". სკოლაშიც არ დადიოდა და მთელი დღეები რკინიგზის გადასასვლელთან სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს აყაჩაღებდა, ფანქრებს, ხურდა ფულს და ფრჭყვიალა ნივთებს ართმევდა. იანგული ამპარტავანი იყო და თავს უბნის ყოჩად აცხადებდა. მოგვიანებით ვიგებთ რომ ასეთი იანგულის უკვან სხვა პიროვნება იმალება: სამართლიანი, გულახდილი, პატიოსანი და მშრომელი, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლასდ თავს სწირავს.
იანგულის ცხოვრებაში დადგა ის დრო, როცა ის და მამამისი და საერთოდ მთელს სოხუმში მცხოვრები ბერძნები საკუთრ სამშობლოში, ელადაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ იანგულის არ უნდა იქ დაბრუნება, რადგან თავის სამშობლოდ სოხუმს თვლიდა:
ერთხელ, თვალებჩალურჯებულმა და ნაცემმა იანგულიმ ჯემალს რძე მიუტანა. ჯემმალმა შესთვაზა რომ ერთდ წასულიყვნენ მასთან საჩხუბრად, ვინც იანგულის ასე გამეტებით სცემა, მაგრამ იანგულიმ იუარა: მას ვერც მე და შენ, და ვერც მთელი ვენეციის გზტკეცილი ვერ მოერევა... ეს კაცი მამაჩემია. სამ დღეში სოხუმში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამაჩემიც... მე არ მინდა წასვლა... მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა, მშობლიური ელადა და უნდა წავიდთო. მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე, ქუჩაში გავიზარდე...ჩემი სამშობლო სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა, მიდა... მიდა და შენც. სამშობლო უფრო ღრმადაა ჯემალო, ეს კი- იანგულიმ მკერდზე ამოსვირინგებულ სიტყვაზე "HELLADOS"-ზე მიუთითა- ეს უბრალოდ ამოსვირინგებული სიტყვაა.
საღამოს მთელი სოხუმი პორტში იყო გამოსული.იყო ბევრი ყვავილები, ორკესტრიც, ტაშ-ფანდურიც, ცხვირსახოცების ფრიალიც, მადლობა, ნახვამდის, მშვიდობით, მაგრამ ყველაფერზე მეტი მაინც ცრემლი იყო.სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს - ბერძნებს აცილებდნენ. ბერძნები უკვე ასულიყვნენ გემზე. ღრუბელივით თეთრ და ქათქათა „პოსეიდონზე“. ჯემალი თვალებით ეძებდა უამრავ ბერძენში იანგულის. ბოლოს იპოვა,მოეჩვენა რომ იანგული მამამისს ხელით ეჭირა. "იანგული, იანგული" დაუძახა ჯემალმა და ხელების ქნევა დაიწყო. იანგულიმ ძახილი გაიგონა და გაფაციცბით დაუწყო ძებნა ხალხის ბრბოში ჯემალს. როგორც იქნა იპოვა და ხელის ქნევით, ბერძნულად დაუყვირა:"ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი". ჯემალმა ამას ვეღარ გაუძლო, შეტრიალდა და აცრემლებული წავიდა შინ. "პოსეიდონი" პორტიდან გავიდა.
* * *
მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ბიჭის სხეული გამორიყა. ბიჭს სახე წაშილი ჰქონდა, მის გაშლილ მკერდზე კი ლურჯად ამოსვირინგებული "HELLADOS" მოუჩნდა. მისი ამოცნობა მხოლოდ ჯემალმა შეძლო.
ბერძენ 14 წლის ბიჭს, ღმერთმა თავისი სურვილი აუსრულა და სამშობლოში დააბრუნა. მართალია ცოცხალი ვერა, მაგრამ მკვდარი მაინც. საბოლოოდ იანგული საკუთარი სამშბლოს მიწას მიებარა.
VII კლასის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი
No comments:
Post a Comment