Sunday, November 27, 2016

 ანდრო კაიშურის ცხოვრების გზა- მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი"-ს მიხედვით

      ანდრო კაიშაური ცხრა თუ ათი წლისა იქნებოდა, როცა ანანურიდან მთელი ოჯახი რუსეთში გადასახლდა. ანდრომ თვისი ბავშვობა და სიყმაწვილე ქალქ ყაზანში გაატარა. იგი პოლონეთის აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას, მოსისხლე მტერი იყო რუსეთის მეფისა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა. ახლა იგი საფრანგეთის ქალაქ ნოჟანში ცხოვრობს.კაიშაურს 88 წლის ასაკის ტვირთის მეტი არაფერი შერჩა. მთელი თვისი ვაჟკაცობა, სიყმაწვილის პერიოდი და ერთი მუჭა ნაშრომი მთელს კაცობრიობას, ინტერნაციონალიზმს შესწირა. მოხუცს მეხსიერება დახშული აქვს და მხოლოდ მცირე ფრაგმენტები თუ ახსოვს თავისი წარსულიდან. ზემოთ მოთხრობილიც ანდრომ, თავის ცხოვრებაში ქართველი სტუდენტის გამოჩენის შემდეგ შეძლო,  როცა სტუდენტმა, მოხუცის სულში მიძინებული ქართველი გააღვიძა. ანდრომ გაიხსენა რომ კატორღაშიც იჯდა, სადაც ქართველი ტუსაღები შეხვდნენ, მაგრამ ამ დროისთვის მოხუცს მათი აღარ ესმოდა, ქართული ყველაფერი დავიწყებოდა. კაიშაურს მოაგონდა იაპონია, ჩინეთი, გეიშები, რიკშები, ბამბის პლანტაციები, გვინეა, პლონეთის კუნძულები. მერე ახსოვს ევროპაში გადავიდა... ცოლი შეირთო, შემდეგ შვილები, შვილიშვილები. მოხუცს ბევრი ნათესავები ჰყავს, მაგრამ მან იცის რომ ისინი ყვეალნი ფრანგები არიან, ფრანგი ქალის შვილები, ქართველ სტუდენტს კი სისხლის ძმათ მიიჩნევს და "შვილოთი" მიმართავს.როდესაც კაიშაურმა კიდევ ერთხელ გაიუგო სტუდნტისაგნ რომ, ხელისუფლება შეიცვალა და საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოდ შეიძლებოდა, მაშინვე სთხოვა სტუდენტს რომ მიმართვა დაეწერათ. დაწერეს კაიშაურის მთელი თავგადასავალი. "ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი-საკვებისთვის, ადამიანი-საბრძოლველად და სამუშაოდ. ყველანი დაბრუნდებიან:მხეცი ისევ თავი ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი-თავის ქოხს. მე კი წამოვედი და ვეღარ დავბრუნდი." ანდრო კაიშაურს ქართული გაახსენდა, გაახსენდა დედა, ანანური, სულმოუთმელად ელოდა საპასუხო დეპეშის მოსვლას. უნდოდა საფრანგეთიდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება, თავის მიწა-წყალზე. ხოლო როცა დეპეშა მოვიდა...
 კაიშაური კვდება...
 მისი ერთადერთი ნატვრაცა და ანდერძიც სამშობლოში დაბრუნებაა. სტუდენტი პირდება რომ ამ თხოვნას აუცილებლად შეუსრულებს, და აი, იგი ანანურშია.
მწვანე მთები... სწრაფი არაგვი... ძველი საყდარი და შერუჯული გალავანი. ზევით ავიდა, ანდრო გაიხსენა და მისი ფერფლი ნიავს გაატანა.

VI კლასის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი

14 comments:

  1. ზანნ მომეწონა

    ReplyDelete
  2. აბა ისინი დამენახეთ მარტო საშინაო დავალებისთვის რომ მოხვედით ქართულმა რო დდაგავალათ

    ReplyDelete
  3. მადლობა ძაან დამეხმარე

    ReplyDelete
  4. კაი თემაა მარ ანდრო კაიშაურის ტრაგედიად წავა???

    ReplyDelete
  5. დავალებად მაქ და

    ReplyDelete
  6. ეს პირველი თავისაა

    ReplyDelete