კონსტანტინე პირველის საერო და საეკლესიო პოლიტიკა
რომის იმპერატორს, კონსტანტინე პირველს მისი ღვაწლის გამო მსოფლიო ისტორიაში დიდი ეწოდა,ქრისტიანული ეკლესიისგან კი მოციქულთა სწორის წოდება მიიღო. კონსტანტინე, ქრისტიანმა დედამ ბავშობიდან ქრისტიანული სარწმუნოებისადსმი სიყვარულით და პატივსიცემით გაზარდა. კონსტანტინემ გამეფებისთანავე აღმსარებლობის თვისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. სწორედ ამის გამო წარმართმა დიდებულებმა შეიძულეს იმპერატორი და მის წინააღმდეგ შიქმნენ. არსებობს თქმულებაც თუ როგორ გახდა კონსტანტინე ჯვრის თაყვანისმცემელი. მას ზეციდან მიეცა ნიშანი და ბრძოლამდე საკუთრ და მეომრის ფარებზე ჯვარი გამოასახვინა მხატვრებს. ჯვრით ხელში კონსტანტინემ დაამარცხა მოწინააღმდეგე. კონსტანტინე, ყველანაირად ცდილობდა რომ რომში ქრისტიანნობა გაევრცელებინა:ეხმარებოდა ეკლესიებს, აშნებდა ტაძრებს, ზრუნდავდა სამღვდელოებაზე. მისი მეფობის წლებში ქრისტიანულ ეკლესიას დაემუქრა დაშლა და ამი გამო, ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად, კონსტანტინემ 325წელს ქ.ნიკეაში მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. კრებაზე მწვალებლობა დაგმეს და რწმენის სიმბოლო შეადგინეს. იმპერატორმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან ფოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა-კარგად დაცული ძველბეძნული დასახლების, ბიზანთიონის ადგილას და მის მფარველად ღვთისმშობელი აღიარა. კონსანტინე დიდმა ქრისტიანობა სიკვდილის წინ მიიღო და რომის პირველი ქრისტიანი მმართველი გახდა.
👍👍👍👍
ReplyDelete