Friday, November 25, 2016

   რევაზ ინანიშვილის მოთხრობა- ,,შუშის ნამსხვრევი” 

                                                        (მოკლე შინაარსი)
     
      დილის გრილ ცაზე ჯაფარა ამოფრინდა,რბილად შემოუარა წიფლის ხის გარინდებულ კორომს, ხმელ როკზე დააპირა დაჯდომა, მაგრამ უცებ ხეზე რაღაც დაინახა, დაიჩხალვლა და გაფრინდა.
       ხის ტოტები აფაჩუნდა და იქიდან პატარა ბიჭმა ამოყო თავი,  ძირს ჩაიხედა და დაინახა ფოთლებში ჩამალული, თითქოს ცოცხალი ფეხსაცმელები, რომლებიც ერთმანეთს მიჰკვროდნენ და ვიღცას ემალებოდნენ. უცებ  გოგონა დაინახა რომელიც სახტუნაოს ატრიალებდა და სკუპ-სკუპით მოხტოდა.ბიჭმა  კატის ხმით დაიჩხავლა და გოგონას ყურადღება მიიქცია. გოგონა შეჩერდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, მაგრამ ვერაფერი  დაინახა. ბიჭმა ისევ დაიჩხავლა, გოგონას გაეღიმა და ბალახში ჩაყუჟებული ფეხსაცმელები დაინხა და  დაიძახა: “დათო!”.ფეხსაცმელები ფრთხილად აიღო, შეათვალიერა და გაიქცა. ბიჭმა ყვირილი ატეხა. გოგონა მობრუნდა და ბიჭი დაინახა, ჰკითხა როგორ ავიდა ხეზე.დათო გოგონას გაეხუმრა- დავდგი საჩეჩელი და ისე ამოვხტიო. გოგონამ  ბიჭის სანდელები ძირს დააწყო, თავისი თეთრი ფეხსაცმელებიც გაიხადა და ხეზე აცოცება დაიწყო. დათო აფრთხილებდა რომ, ხიდან ჩამოვარდებოდა,მაგრამ  გოგონა  ყურადღებას არ აქცევდა. მალე ხელებში ძალა გამოელია და დაბლა ჩამოვარდა.ბიჭიც ჩამოვიდა ხიდან. გოგონას ეუბნებოდა რომ მისი ხეზე ასვლა არ შეიძლებოდა, რადგან  გოგო იყო და შეიძლებოდა ფეხი მოეტეხა.ამ დროს ვიღაც ნაცნობი დაინახა და  დაიძახა: ,,ფშაველი მოვიდა”. ჩაიცვეს ფეხსაცმელები და ფათაფუთით აირბინეს აღმართი.
      მაღლა, პატარა მოედანზე  მოხუც ფშაველს, ლეგა ცხენი გაეჩერებინა და მუცელზე რაღცას უსინჯავდა. ის ხშირად მოდიოდა აქ, ხან ერბო მოჰქონდა, ხან- ყველი და ხანაც მაწონი, ახლა კი მაყვალი მოეტანა. გოგნასთან საუბრით ნასიამოვნებმა მოხუცმა ხურჯინის  თასამს დაუწყო გახსნა როცა, ბიჭი შეამჩნია და დაუძახა. ის მივიდა. მოხუცმა ბიჭს ხურჯინის ერთი თვალი დააჭერინა, ხოლო მეორე თვითონ დაიჭირა.უცბად  ცხენი შეტოკდა, ორივეს ხელი გაეშვა და ორმა შავმა ნაკადმა იხეთქა ხურჯინიდან.მოხუცი დაღონდა, მაგრამ აქ ისევ გოგონა შეამჩინია.მას ხელები ლოყებზე ჰქონდა აფარებული.გოგონამ  ფშაველს უთხრა რომ, მაყვალი აეკრიფათ.  დაიწყეს აკრეფა. ხან იცინოდნენ და ხანაც ლაპარაკობდნენ.  ბიჭი კი  ყველას მიავიწყდა. ის ამ დროს ხეზე ასულიყო. თავს შერცხვენილად გრძნობდა. უნდოდა დიდი ხმალი ჰქონოდა და ძლიერი ყოფილიყო,  ფშაველი ბრძოლაში გამოეწვია და არა კი არ მოეკლა უბრალოდ გამარჯვებულს დადედგა მკერდზე ფეხი. ამ ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია როგორ გამოეცალა ტოტი და დაბლა ჩამოვარდა.
      მას შემდეგ ბევრი, ბევრი წლიწადი გავიდა და ახლა იმ ბიჭს ბევრის მცოდნე და ბევრის მნახველი  მამაკაცი ჰქვია. მგარამ როდესაც თავის ყავარჯენს მოჰკიდებ ხელს, მაინც ასე ეჩვენება რომ თავის უღიმღამო ცხოვრებაში მარტო ის ერთი დღე ბრწყინავს, ბრწყინავს როგორც  უდაბნოში ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევი.
                                                                                       
VI კლსის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი

No comments:

Post a Comment