Sunday, November 27, 2016

სასანიანთა ირანი


         III საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონდა სასანიანთა დინასტია. მისი პირველი მმართველი არდაშირი იყო. 224 წელს მან შეძლო უკანასკნელი პართიელი მეფის, არტაბან V-ის დამარცხება, ხოლო 226 წელს მათი სატახტო ქალაქის აღება. არდაშირმა თავი აქემენიანთა შთამომავლად და კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა, რადგან აქემენიანები სასანიანებისნაირად ფარსიდან იქყვენენ წარმოშობით. სასანიანთა იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ პირველის მმართველობის დროს, რომლის მთავარი მეტოქე რომი იყო. რომისა და ირანის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარ ასპარეზს კავკასია წარმოადგენდა. Vსაუკუნეში სასანიანებმა შეძლეს, მეფობა ჯერ სომხეთში, შემდეგ კი, VI საუკუნეში, ქართლშიც გაეუქმებინათ. სასანიანები ომობდნენ აღმოსავლეთშიც:ჯერ ჰუნების, შემდეგ კი თეთრი ჰუნების წინააღმდეგ. სასანიანი შაჰები იძულებულნი იყნვნენ გარკვეული დროის მანძილზე თეთრი ჰუნებისთვის ხარკიც კი გადაეხადათ. სასანიანთ შაჰის ძალაუფლების საფუძველი იყო ის აზრი, რომ იდეალური საზოდაგოება უნდა დამყარებოდა სტაბილურობასა და სამართლიანობას, რისთვისაც აუცილებელი იყო ძლიერი მონარქია. "თანსარის წერილის" მიხედვით საზოგადოება შედგებოდა ოთხი წოდებისაგან:ქურუმები, მეომრები, სწავლულები და ხელოსნები.ხოლო შეუზღუდავი უფლებების მქონე შაჰს, ღვთიურად მიინევდნენ. სასანიანები დიდ ყურადღბას იჩენდნენ ქალქაქების აღმშენებლობისა და მეურნეობის მიმართ, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს სახელმწიფო   შემოსავლებს გაზრდიდა. სასანიანების ოფიციალური რელიგია ზოროასტრიზმი იგივე მიზანდარობა იყო. თუმცა, ბიზანტიისგან მწვალებლობად მიჩნეულ ქრისტიანობის ზოგიერთ მიმართულებასაც ავრცელებდნენ სასანიანთა შაჰები. III საუკუნეში ირანში და მის საზღვრებს გარეთაც ფართოდ გავრცელდა მინის მოძღვარება რომლის ამოსავალი წერტილი ზოროასტრიზმი იყო. მინის მოძღვარებაში ქრისტიანობის და ასევე ბუდიზმის ელემენტებიც შედიოდა. თვდაპირველად შაპურ პირველი კეთილგანწყობას იჩენდა მანიქეველთა მიმართ, მაგრამ მისი მემკვიდრის, ბაჰრამ პირველის მიერ, 274 წელს მინი სიკვდილით დაისაჯა.  სასანიანთ იმპერიამ ძლიერების მწვერვალს ხოსრო  პირველის მმართელობის დროს (531-579) მიაღწია. მან უამრავი რეფორმეფი ჩატარა: ჩატარდა საგადასახადო რეფორმა. გლეხები ნატურალური გადახდის ნაცვლად უკვე ფულს იხდიდნენ; მან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის გაიყვანა და შეაკეთა გზები და არხები; შეიცვალა ჯარიც, რათა დიდგვაროვანი ოჯახების კერძო არმიებისთის ძალა გამოეცალათ; მეომართა ნაწილი უკვე ჯამაგირსაც იღებდა; იგი დიდ ყურადღბას აქცევდა დეჰყანების-გლეხებისგან მეომართა რაზმების შექმნას სოფლებში, რომლებიც არმიის დამხმარე ძალას ჰქმნიდნენა სასაზღვრო რაიონებში. ხოსრომ განაახლა ომი ბიზანტიასთნ. შემოიერთა იემენი არაბეტის ნ-კ-ის სამხრეთ-დასავლეთში რომელიც იმ დროს უდიდესი რეგიონი და სავაჭრო გზების გასაყარი იყო. 554 წელს თურქების დახმარებით საბოლოოდ დაამარცხა ეფტალიტები. ხოსრო პირველს ანუშირვანი-"უკვდავი სული" უწოდეს. ომები ბიზანტიასა და ირანს შორის VII საუკუნემდე გაგრძელდა. საბოლოოდ ორივე მხარე დასუსტდა და ირანმა ვეღრ გაუძლო ბრძოლის ასპარესზე ახლად გამჩენილი არაბების შემოსევას და საბოლოოდ VII საუკუნის შუა ხანებში სასანიანთ იმპერიის ისტორია დასრულდა.

VII კლასი

1 comment:

  1. წყაროს ვერ მიუთითებთ? :)

    ReplyDelete