ვეფხისტყაოსანი -"თინათინის გამეფება"
(მოკლე შინაარსი)
არაბეთში როსტევანი მეფობდა. ბრძენი, ჭკვიანი და სამართლიანი მეფე იყო. მას ერთადერთი ქალიშვილი, სახელად თინათინი ჰყავდა. თინათინი ენით აუწერელი სილამაზის პატრონი იყო და დანახვისთნავე ყველას ხიბლავდა.
ერთ დღს როსტევანმა გადაწყვიტა რომ ტახტზე თინათინი დაესვა, მოუხმო თავის ვეზირებს და უთხრა:"მე დავბერდი და ალბათ მალე მოვკვდები კიდეც, ამიტომ სჯობს ჩემს ნაცვლად თინათინი დავსვათ ტახტზე." ვეზირებმა მოახსენეს:"ჯერ თქვენ ახალგაზრდა ხართ, თქვენი სიბერე ადრეა, მაგრამ რადგან ასე გსურთ, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. მისი სილამაზე მისი საქმის თნასწორია."
როსტევანმა მთელს სამეფოს შეატყობინა თავისი სურვილი თინათნის გამეფების შესახებ.
მოვიდა ყველა არაბი. დიდ ლაშქარს სარდალი ავთანდილი მოუძღოდა. ვეზირებმა შემოიტანეს მეფის ტახტი. როსტევანმა თინათინი დასვა ტახტზე. თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფის სამოსით. თინათინი ბრძნული თვალებით ათალიერებდა ყველას, ზეცისკენ მიპყრობილი გონებით.
თინათინს თაყვანი სცეს და დალოცეს. ქალი ატირდა, რადგან თავი მეფობის ღირსად არ ჩათავალა. მამა არიგებდა, რჩევებს აძლევდა, მაგრამ თინათინი ისევ ცხარე ცრემლით ტიროდა. როსტევანი ეუბნებოდა:"მამას ყოველთვის შვილი სცვლის და შენ ჩემი საქმე უნდა გააგრძელო. ნუ სტირი, დღეიდან სამეფო შენ უნდა მართო. მზე ვარდსაც და ნეხვსაც თნაბრად უნაწილებს ყველაფერს და შენც, დიდი და პატარა ერთმანეთისგან არ გაარჩიო. ვინც ერთგულია ის თავისთვად ერთგული დარჩება, თუმცა უხვი ორგულსაც კი დაიმორჩილებს და თავის სიუხვეს გამოიყენებს. უნდა გასცე, თორემ რომ შეინახო რა გამოსადეგი იქნება? ასე რომ, ქონების გაცემის არ უნდა გეშინოდეს, რადგან ის ისევ უკან დაგიბრუნდება."
თინათინი ბრძნულად უსმენდა მამამისს და არ სწყინდა მისი დარიგება.
მალე ყველამ მოილხინა. მეფემ დაიწყო ცეკვა და სმა. თინათინი მზეზე უფრო ლამაზი იყო და მზესაც თინათნი ძალიან მოსწონდა და უნდოდა მასავით ლაზი გამხდარიყო.
თინათინმა გაითვალისწინა მამის რჩევა. მოიხმო თავისი ერთგული გამზრდელი და სთხოვა, რომ შენახული საუფლისწულო განძი მოეტანა. თინათნს მიართვეს თავისი ქონება.
დღეს თინათინი გასცემს თავის საუფლისწულო ქონებას და ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად გაამდიდრებს. თინათინმა თქვა:"მე ვაკეთბ საქმეს, რომელიც მამამ მასწავლა და ნურვინ ნუ დამალავს განძს." ბრძანა რომ გაეხსნათ მისი სიმდიდრე. თინათინს სიმდიდრე არ ენანებოდა და უზომოდ გასცა.
ძვირფას ნივთებს ხვეტდნენ და იტაცებდნენ ლაშქარნი, როგორც ყაჩღები.
VI კლასი
No comments:
Post a Comment