Sunday, November 27, 2016

ადამიანი და ბუნება


           ადამიანი უდიერი არსებაა, სასტიკი, რომელიც ბუნებას უდიერად ექცევა,ანადგურებს ყველა მცენარესა და ცხოველს. მათ არ იციან რომ როცა ბუნებას ანადგურებენ, ჭრიან ხეებს, უცოდველად კლავენ ცხოველებს, თავიაან შვილებს უთხრიან სამარეს. არსებობენ კეთილი ადამინებიც,რომელთაც აინტერესებთ თავიანთი შთამომავლობა, ყველაფერს სიყვარულის  თვალით უყურებენ, ადარდებთ ყველა და ყველაფრის ბედი. ასეთი ადმიანი იყო სოფლელი შუახანსგადაცილებული ბერიკაცი  მუხრან მაჭავარიანის მოთხრობაში “საკუთარი სიცოცხლის შემოკლება”.

სასანიანთა ირანი


         III საუკუნის დასაწყისში ირანში გაბატონდა სასანიანთა დინასტია. მისი პირველი მმართველი არდაშირი იყო. 224 წელს მან შეძლო უკანასკნელი პართიელი მეფის, არტაბან V-ის დამარცხება, ხოლო 226 წელს მათი სატახტო ქალაქის აღება. არდაშირმა თავი აქემენიანთა შთამომავლად და კანონიერ მემკვიდრედ გამოაცხადა, რადგან აქემენიანები სასანიანებისნაირად ფარსიდან იქყვენენ წარმოშობით. სასანიანთა იმპერია განსაკუთრებით გაძლიერდა შაპურ პირველის მმართველობის დროს, რომლის მთავარი მეტოქე რომი იყო. რომისა და ირანის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარ ასპარეზს კავკასია წარმოადგენდა. Vსაუკუნეში სასანიანებმა შეძლეს, მეფობა ჯერ სომხეთში, შემდეგ კი, VI საუკუნეში, ქართლშიც გაეუქმებინათ. სასანიანები ომობდნენ აღმოსავლეთშიც:ჯერ ჰუნების, შემდეგ კი თეთრი ჰუნების წინააღმდეგ. სასანიანი შაჰები იძულებულნი იყნვნენ გარკვეული დროის მანძილზე თეთრი ჰუნებისთვის ხარკიც კი გადაეხადათ. სასანიანთ შაჰის ძალაუფლების საფუძველი იყო ის აზრი, რომ იდეალური საზოდაგოება უნდა დამყარებოდა სტაბილურობასა და სამართლიანობას, რისთვისაც აუცილებელი იყო ძლიერი მონარქია. "თანსარის წერილის" მიხედვით საზოგადოება შედგებოდა ოთხი წოდებისაგან:ქურუმები, მეომრები, სწავლულები და ხელოსნები.ხოლო შეუზღუდავი უფლებების მქონე შაჰს, ღვთიურად მიინევდნენ. სასანიანები დიდ ყურადღბას იჩენდნენ ქალქაქების აღმშენებლობისა და მეურნეობის მიმართ, რადგან მათ კარგად ესმოდათ, რომ ეს სახელმწიფო   შემოსავლებს გაზრდიდა. სასანიანების ოფიციალური რელიგია ზოროასტრიზმი იგივე მიზანდარობა იყო. თუმცა, ბიზანტიისგან მწვალებლობად მიჩნეულ ქრისტიანობის ზოგიერთ მიმართულებასაც ავრცელებდნენ სასანიანთა შაჰები. III საუკუნეში ირანში და მის საზღვრებს გარეთაც ფართოდ გავრცელდა მინის მოძღვარება რომლის ამოსავალი წერტილი ზოროასტრიზმი იყო. მინის მოძღვარებაში ქრისტიანობის და ასევე ბუდიზმის ელემენტებიც შედიოდა. თვდაპირველად შაპურ პირველი კეთილგანწყობას იჩენდა მანიქეველთა მიმართ, მაგრამ მისი მემკვიდრის, ბაჰრამ პირველის მიერ, 274 წელს მინი სიკვდილით დაისაჯა.  სასანიანთ იმპერიამ ძლიერების მწვერვალს ხოსრო  პირველის მმართელობის დროს (531-579) მიაღწია. მან უამრავი რეფორმეფი ჩატარა: ჩატარდა საგადასახადო რეფორმა. გლეხები ნატურალური გადახდის ნაცვლად უკვე ფულს იხდიდნენ; მან სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისთვის გაიყვანა და შეაკეთა გზები და არხები; შეიცვალა ჯარიც, რათა დიდგვაროვანი ოჯახების კერძო არმიებისთის ძალა გამოეცალათ; მეომართა ნაწილი უკვე ჯამაგირსაც იღებდა; იგი დიდ ყურადღბას აქცევდა დეჰყანების-გლეხებისგან მეომართა რაზმების შექმნას სოფლებში, რომლებიც არმიის დამხმარე ძალას ჰქმნიდნენა სასაზღვრო რაიონებში. ხოსრომ განაახლა ომი ბიზანტიასთნ. შემოიერთა იემენი არაბეტის ნ-კ-ის სამხრეთ-დასავლეთში რომელიც იმ დროს უდიდესი რეგიონი და სავაჭრო გზების გასაყარი იყო. 554 წელს თურქების დახმარებით საბოლოოდ დაამარცხა ეფტალიტები. ხოსრო პირველს ანუშირვანი-"უკვდავი სული" უწოდეს. ომები ბიზანტიასა და ირანს შორის VII საუკუნემდე გაგრძელდა. საბოლოოდ ორივე მხარე დასუსტდა და ირანმა ვეღრ გაუძლო ბრძოლის ასპარესზე ახლად გამჩენილი არაბების შემოსევას და საბოლოოდ VII საუკუნის შუა ხანებში სასანიანთ იმპერიის ისტორია დასრულდა.

VII კლასი

"სამშობლო უფრო ღრმადაა"- ნ.დუმბაძის მოთრობა "HELLADOS"-ის მიხედვით



      სამშობლო ყველაფრით ღირებულია ადამიანისთვის. ის ბედნიერება და დიდი სიყვარულია. მაშ ცისფერი ცა და ლურჯი ზღვა არ არის სამშობლო? მაშ მთებზე შეფენილი ტყე, მდინარე, ჩანჩქერი, ტბა და მისი სილამაზე არ არის სამშობლო? სამშობლო დედაენაა, რელიგიაა, წეს-ჩვეულებაა, თუნდაც ადამიანია. სამშობლოა ის, რისთვისაც ადამიანი თავს გასწირავს და გაუჩერებლად იბრძოლოებს მისთვის.  ზოგისთვის სამშობლო მხოლოდ ადამიანები არიან, იტყვიან ასეთი ბუნება სხვაგანაც ხომ არისო, მაგრამ ჩემი აზრით ეს არაა ასე. ეს ყველაფერი შენია, და რადგან შენია იცი რომ მაგარია, მაგრამ ამ დროს ისიც უნდა გვახსოვდეს რომ სხვისიც დავაფასოდ და ფეხქვეშ არ გავთელოთ. დამიანის სიყვარული სამშობლოს მიმართ ყველაზე, ყველაზე წრფელია.

* * *
        სოხუმელი ბერძენის ხრისტო ალექსანდრიდის 14 წლის ბიჭი იყო იანგული. დედა დიდი ხნის გარდაცვლილი ჰყავდა. მამამის ეხმარებოდა მეურნეობაში, უმეტესი დრო კი "ქუჩაში იყო გადებული".  სკოლაშიც არ დადიოდა და მთელი დღეები რკინიგზის გადასასვლელთან სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვებს აყაჩაღებდა, ფანქრებს, ხურდა ფულს და ფრჭყვიალა ნივთებს ართმევდა. იანგული ამპარტავანი იყო და თავს უბნის ყოჩად აცხადებდა. მოგვიანებით ვიგებთ რომ ასეთი იანგულის უკვან სხვა პიროვნება იმალება: სამართლიანი, გულახდილი, პატიოსანი და მშრომელი, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლასდ თავს სწირავს.
      იანგულის ცხოვრებაში დადგა ის დრო, როცა ის და მამამისი და საერთოდ მთელს სოხუმში მცხოვრები ბერძნები საკუთრ სამშობლოში, ელადაში უნდა დაბრუნებულიყვნენ. მაგრამ იანგულის არ უნდა იქ დაბრუნება, რადგან თავის სამშობლოდ სოხუმს თვლიდა:
      ერთხელ, თვალებჩალურჯებულმა და ნაცემმა იანგულიმ  ჯემალს რძე მიუტანა. ჯემმალმა შესთვაზა რომ ერთდ წასულიყვნენ მასთან საჩხუბრად, ვინც იანგულის ასე გამეტებით სცემა, მაგრამ იანგულიმ იუარა: მას ვერც მე და შენ, და ვერც მთელი ვენეციის გზტკეცილი ვერ მოერევა... ეს კაცი მამაჩემია. სამ დღეში სოხუმში საბერძნეთიდან გემი ჩამოდის. ჩვენი თემის ბერძნები ელადაში ბრუნდებიან. მამაჩემიც... მე არ მინდა წასვლა... მამა ამბობს, რომ იქ ჩვენი სამშობლოა, მშობლიური ელადა და უნდა წავიდთო. მე ჩემი დედა არ მახსოვს, მამა კი მთელი დღე ბოსტანშია, ან საშოვარზე. მე ვენეციის გზატკეცილზე, ქუჩაში გავიზარდე...ჩემი სამშობლო  სოხუმია, ვენეციის გზატკეცილი, კოკა, პეტია, კურლიკა, ფემა, მიდა... მიდა და შენც. სამშობლო უფრო ღრმადაა ჯემალო, ეს კი- იანგულიმ მკერდზე ამოსვირინგებულ სიტყვაზე "HELLADOS"-ზე მიუთითა- ეს უბრალოდ ამოსვირინგებული სიტყვაა.
       საღამოს მთელი სოხუმი პორტში იყო გამოსული.იყო ბევრი ყვავილები, ორკესტრიც, ტაშ-ფანდურიც, ცხვირსახოცების ფრიალიც, მადლობა, ნახვამდის, მშვიდობით, მაგრამ ყველაფერზე მეტი მაინც ცრემლი იყო.სოხუმის მოქალაქენი თავისი სხეულის ნაწილს, თავის სისხლს და ხორცს - ბერძნებს აცილებდნენ. ბერძნები უკვე ასულიყვნენ გემზე. ღრუბელივით თეთრ და ქათქათა „პოსეიდონზე“. ჯემალი თვალებით ეძებდა უამრავ ბერძენში იანგულის. ბოლოს იპოვა,მოეჩვენა რომ იანგული მამამისს ხელით ეჭირა. "იანგული, იანგული" დაუძახა ჯემალმა და ხელების ქნევა დაიწყო. იანგულიმ ძახილი გაიგონა და გაფაციცბით დაუწყო ძებნა ხალხის ბრბოში ჯემალს. როგორც იქნა იპოვა და ხელის ქნევით, ბერძნულად დაუყვირა:"ჯემალო, მე მიყვარს დედაშენი". ჯემალმა ამას ვეღარ გაუძლო, შეტრიალდა და აცრემლებული წავიდა შინ. "პოსეიდონი" პორტიდან გავიდა.

 * * *
     მდინარე კელასურის შესართავთან, ზღვამ ბიჭის სხეული გამორიყა. ბიჭს სახე წაშილი ჰქონდა, მის  გაშლილ მკერდზე კი ლურჯად ამოსვირინგებული "HELLADOS" მოუჩნდა. მისი ამოცნობა მხოლოდ ჯემალმა შეძლო.
      ბერძენ 14 წლის ბიჭს, ღმერთმა თავისი სურვილი აუსრულა და სამშობლოში დააბრუნა. მართალია ცოცხალი ვერა, მაგრამ მკვდარი მაინც. საბოლოოდ იანგული საკუთარი სამშბლოს მიწას მიებარა.
 
VII კლასის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი

 ანდრო კაიშურის ცხოვრების გზა- მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა "მიწის ყივილი"-ს მიხედვით

      ანდრო კაიშაური ცხრა თუ ათი წლისა იქნებოდა, როცა ანანურიდან მთელი ოჯახი რუსეთში გადასახლდა. ანდრომ თვისი ბავშვობა და სიყმაწვილე ქალქ ყაზანში გაატარა. იგი პოლონეთის აჯანყებაში იღებდა მონაწილეობას, მოსისხლე მტერი იყო რუსეთის მეფისა. მას შემდეგ 60 წელი გავიდა. ახლა იგი საფრანგეთის ქალაქ ნოჟანში ცხოვრობს.კაიშაურს 88 წლის ასაკის ტვირთის მეტი არაფერი შერჩა. მთელი თვისი ვაჟკაცობა, სიყმაწვილის პერიოდი და ერთი მუჭა ნაშრომი მთელს კაცობრიობას, ინტერნაციონალიზმს შესწირა. მოხუცს მეხსიერება დახშული აქვს და მხოლოდ მცირე ფრაგმენტები თუ ახსოვს თავისი წარსულიდან. ზემოთ მოთხრობილიც ანდრომ, თავის ცხოვრებაში ქართველი სტუდენტის გამოჩენის შემდეგ შეძლო,  როცა სტუდენტმა, მოხუცის სულში მიძინებული ქართველი გააღვიძა. ანდრომ გაიხსენა რომ კატორღაშიც იჯდა, სადაც ქართველი ტუსაღები შეხვდნენ, მაგრამ ამ დროისთვის მოხუცს მათი აღარ ესმოდა, ქართული ყველაფერი დავიწყებოდა. კაიშაურს მოაგონდა იაპონია, ჩინეთი, გეიშები, რიკშები, ბამბის პლანტაციები, გვინეა, პლონეთის კუნძულები. მერე ახსოვს ევროპაში გადავიდა... ცოლი შეირთო, შემდეგ შვილები, შვილიშვილები. მოხუცს ბევრი ნათესავები ჰყავს, მაგრამ მან იცის რომ ისინი ყვეალნი ფრანგები არიან, ფრანგი ქალის შვილები, ქართველ სტუდენტს კი სისხლის ძმათ მიიჩნევს და "შვილოთი" მიმართავს.როდესაც კაიშაურმა კიდევ ერთხელ გაიუგო სტუდნტისაგნ რომ, ხელისუფლება შეიცვალა და საქართველოში დაბრუნება უსაფრთხოდ შეიძლებოდა, მაშინვე სთხოვა სტუდენტს რომ მიმართვა დაეწერათ. დაწერეს კაიშაურის მთელი თავგადასავალი. "ნადირი სანადიროდ გავა, ფრინველი-საკვებისთვის, ადამიანი-საბრძოლველად და სამუშაოდ. ყველანი დაბრუნდებიან:მხეცი ისევ თავი ბუნაგში შევა, ფრინველი ბუდეს მიაშურებს, ადამიანი-თავის ქოხს. მე კი წამოვედი და ვეღარ დავბრუნდი." ანდრო კაიშაურს ქართული გაახსენდა, გაახსენდა დედა, ანანური, სულმოუთმელად ელოდა საპასუხო დეპეშის მოსვლას. უნდოდა საფრანგეთიდან წასვლა და სამშობლოში დაბრუნება, თავის მიწა-წყალზე. ხოლო როცა დეპეშა მოვიდა...
 კაიშაური კვდება...
 მისი ერთადერთი ნატვრაცა და ანდერძიც სამშობლოში დაბრუნებაა. სტუდენტი პირდება რომ ამ თხოვნას აუცილებლად შეუსრულებს, და აი, იგი ანანურშია.
მწვანე მთები... სწრაფი არაგვი... ძველი საყდარი და შერუჯული გალავანი. ზევით ავიდა, ანდრო გაიხსენა და მისი ფერფლი ნიავს გაატანა.

VI კლასის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი

Friday, November 25, 2016

ვეფხისტყაოსანი -"თინათინის გამეფება"  

 (მოკლე შინაარსი)       

       

     არაბეთში როსტევანი მეფობდა. ბრძენი, ჭკვიანი და სამართლიანი მეფე იყო. მას ერთადერთი ქალიშვილი, სახელად თინათინი ჰყავდა. თინათინი ენით აუწერელი სილამაზის პატრონი იყო და დანახვისთნავე ყველას ხიბლავდა.
      ერთ დღს როსტევანმა გადაწყვიტა რომ ტახტზე თინათინი დაესვა, მოუხმო თავის ვეზირებს და უთხრა:"მე დავბერდი და ალბათ მალე მოვკვდები კიდეც, ამიტომ სჯობს ჩემს ნაცვლად თინათინი დავსვათ ტახტზე." ვეზირებმა მოახსენეს:"ჯერ თქვენ ახალგაზრდა ხართ, თქვენი სიბერე ადრეა, მაგრამ რადგან ასე გსურთ, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვართ. მისი სილამაზე მისი საქმის თნასწორია."
     როსტევანმა მთელს სამეფოს შეატყობინა თავისი სურვილი თინათნის გამეფების შესახებ.
     მოვიდა ყველა არაბი. დიდ ლაშქარს სარდალი ავთანდილი მოუძღოდა. ვეზირებმა შემოიტანეს მეფის ტახტი. როსტევანმა თინათინი დასვა ტახტზე. თავისი ხელით დაადგა გვირგვინი, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფის სამოსით. თინათინი ბრძნული თვალებით ათალიერებდა ყველას, ზეცისკენ მიპყრობილი გონებით.
      თინათინს თაყვანი სცეს და დალოცეს. ქალი ატირდა, რადგან თავი მეფობის ღირსად არ ჩათავალა. მამა არიგებდა, რჩევებს აძლევდა, მაგრამ თინათინი ისევ ცხარე ცრემლით ტიროდა. როსტევანი ეუბნებოდა:"მამას ყოველთვის შვილი სცვლის და შენ ჩემი საქმე უნდა გააგრძელო. ნუ სტირი, დღეიდან სამეფო შენ უნდა მართო. მზე ვარდსაც და ნეხვსაც თნაბრად უნაწილებს ყველაფერს და შენც, დიდი და პატარა ერთმანეთისგან არ გაარჩიო.  ვინც ერთგულია ის თავისთვად ერთგული დარჩება, თუმცა უხვი ორგულსაც კი დაიმორჩილებს და თავის სიუხვეს გამოიყენებს. უნდა გასცე, თორემ რომ შეინახო რა გამოსადეგი იქნება? ასე რომ, ქონების გაცემის არ უნდა გეშინოდეს, რადგან ის ისევ უკან დაგიბრუნდება."
        თინათინი ბრძნულად უსმენდა მამამისს და არ სწყინდა მისი დარიგება.
        მალე ყველამ მოილხინა. მეფემ დაიწყო ცეკვა და სმა. თინათინი მზეზე უფრო ლამაზი იყო და მზესაც თინათნი ძალიან მოსწონდა და უნდოდა მასავით ლაზი გამხდარიყო.
        თინათინმა გაითვალისწინა მამის რჩევა. მოიხმო თავისი ერთგული გამზრდელი და სთხოვა, რომ შენახული საუფლისწულო განძი მოეტანა. თინათნს მიართვეს თავისი ქონება.
         დღეს თინათინი გასცემს თავის საუფლისწულო ქონებას და ღარიბსაც და მდიდარსაც ერთნაირად გაამდიდრებს. თინათინმა თქვა:"მე ვაკეთბ საქმეს, რომელიც მამამ მასწავლა და ნურვინ ნუ დამალავს განძს." ბრძანა რომ გაეხსნათ მისი სიმდიდრე. თინათინს სიმდიდრე არ ენანებოდა და უზომოდ გასცა.
        ძვირფას ნივთებს ხვეტდნენ და იტაცებდნენ ლაშქარნი, როგორც ყაჩღები.

VI კლასი

კონსტანტინე პირველის საერო და საეკლესიო პოლიტიკა

   
       რომის იმპერატორს, კონსტანტინე პირველს მისი ღვაწლის გამო მსოფლიო ისტორიაში დიდი ეწოდა,ქრისტიანული ეკლესიისგან კი მოციქულთა სწორის წოდება მიიღო. კონსტანტინე, ქრისტიანმა დედამ ბავშობიდან ქრისტიანული სარწმუნოებისადსმი სიყვარულით და პატივსიცემით გაზარდა. კონსტანტინემ გამეფებისთანავე აღმსარებლობის თვისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. სწორედ ამის გამო წარმართმა დიდებულებმა შეიძულეს იმპერატორი და მის წინააღმდეგ შიქმნენ. არსებობს თქმულებაც თუ როგორ გახდა კონსტანტინე ჯვრის თაყვანისმცემელი. მას ზეციდან მიეცა ნიშანი და ბრძოლამდე საკუთრ და მეომრის ფარებზე ჯვარი გამოასახვინა მხატვრებს. ჯვრით ხელში კონსტანტინემ დაამარცხა მოწინააღმდეგე.  კონსტანტინე,  ყველანაირად ცდილობდა რომ რომში ქრისტიანნობა გაევრცელებინა:ეხმარებოდა ეკლესიებს, აშნებდა ტაძრებს, ზრუნდავდა სამღვდელოებაზე. მისი მეფობის წლებში ქრისტიანულ ეკლესიას დაემუქრა დაშლა და ამი გამო, ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად, კონსტანტინემ 325წელს ქ.ნიკეაში მოიწვია პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება. კრებაზე მწვალებლობა დაგმეს და რწმენის სიმბოლო შეადგინეს. იმპერატორმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან ფოსფორის სრუტის სანაპიროზე გადაიტანა-კარგად დაცული ძველბეძნული დასახლების, ბიზანთიონის ადგილას და მის მფარველად ღვთისმშობელი აღიარა. კონსანტინე დიდმა ქრისტიანობა სიკვდილის წინ მიიღო და რომის პირველი ქრისტიანი მმართველი გახდა.

   რევაზ ინანიშვილის მოთხრობა- ,,შუშის ნამსხვრევი” 

                                                        (მოკლე შინაარსი)
     
      დილის გრილ ცაზე ჯაფარა ამოფრინდა,რბილად შემოუარა წიფლის ხის გარინდებულ კორომს, ხმელ როკზე დააპირა დაჯდომა, მაგრამ უცებ ხეზე რაღაც დაინახა, დაიჩხალვლა და გაფრინდა.
       ხის ტოტები აფაჩუნდა და იქიდან პატარა ბიჭმა ამოყო თავი,  ძირს ჩაიხედა და დაინახა ფოთლებში ჩამალული, თითქოს ცოცხალი ფეხსაცმელები, რომლებიც ერთმანეთს მიჰკვროდნენ და ვიღცას ემალებოდნენ. უცებ  გოგონა დაინახა რომელიც სახტუნაოს ატრიალებდა და სკუპ-სკუპით მოხტოდა.ბიჭმა  კატის ხმით დაიჩხავლა და გოგონას ყურადღება მიიქცია. გოგონა შეჩერდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება, მაგრამ ვერაფერი  დაინახა. ბიჭმა ისევ დაიჩხავლა, გოგონას გაეღიმა და ბალახში ჩაყუჟებული ფეხსაცმელები დაინხა და  დაიძახა: “დათო!”.ფეხსაცმელები ფრთხილად აიღო, შეათვალიერა და გაიქცა. ბიჭმა ყვირილი ატეხა. გოგონა მობრუნდა და ბიჭი დაინახა, ჰკითხა როგორ ავიდა ხეზე.დათო გოგონას გაეხუმრა- დავდგი საჩეჩელი და ისე ამოვხტიო. გოგონამ  ბიჭის სანდელები ძირს დააწყო, თავისი თეთრი ფეხსაცმელებიც გაიხადა და ხეზე აცოცება დაიწყო. დათო აფრთხილებდა რომ, ხიდან ჩამოვარდებოდა,მაგრამ  გოგონა  ყურადღებას არ აქცევდა. მალე ხელებში ძალა გამოელია და დაბლა ჩამოვარდა.ბიჭიც ჩამოვიდა ხიდან. გოგონას ეუბნებოდა რომ მისი ხეზე ასვლა არ შეიძლებოდა, რადგან  გოგო იყო და შეიძლებოდა ფეხი მოეტეხა.ამ დროს ვიღაც ნაცნობი დაინახა და  დაიძახა: ,,ფშაველი მოვიდა”. ჩაიცვეს ფეხსაცმელები და ფათაფუთით აირბინეს აღმართი.
      მაღლა, პატარა მოედანზე  მოხუც ფშაველს, ლეგა ცხენი გაეჩერებინა და მუცელზე რაღცას უსინჯავდა. ის ხშირად მოდიოდა აქ, ხან ერბო მოჰქონდა, ხან- ყველი და ხანაც მაწონი, ახლა კი მაყვალი მოეტანა. გოგნასთან საუბრით ნასიამოვნებმა მოხუცმა ხურჯინის  თასამს დაუწყო გახსნა როცა, ბიჭი შეამჩნია და დაუძახა. ის მივიდა. მოხუცმა ბიჭს ხურჯინის ერთი თვალი დააჭერინა, ხოლო მეორე თვითონ დაიჭირა.უცბად  ცხენი შეტოკდა, ორივეს ხელი გაეშვა და ორმა შავმა ნაკადმა იხეთქა ხურჯინიდან.მოხუცი დაღონდა, მაგრამ აქ ისევ გოგონა შეამჩინია.მას ხელები ლოყებზე ჰქონდა აფარებული.გოგონამ  ფშაველს უთხრა რომ, მაყვალი აეკრიფათ.  დაიწყეს აკრეფა. ხან იცინოდნენ და ხანაც ლაპარაკობდნენ.  ბიჭი კი  ყველას მიავიწყდა. ის ამ დროს ხეზე ასულიყო. თავს შერცხვენილად გრძნობდა. უნდოდა დიდი ხმალი ჰქონოდა და ძლიერი ყოფილიყო,  ფშაველი ბრძოლაში გამოეწვია და არა კი არ მოეკლა უბრალოდ გამარჯვებულს დადედგა მკერდზე ფეხი. ამ ფიქრებში გართულმა ვერ შეამჩნია როგორ გამოეცალა ტოტი და დაბლა ჩამოვარდა.
      მას შემდეგ ბევრი, ბევრი წლიწადი გავიდა და ახლა იმ ბიჭს ბევრის მცოდნე და ბევრის მნახველი  მამაკაცი ჰქვია. მგარამ როდესაც თავის ყავარჯენს მოჰკიდებ ხელს, მაინც ასე ეჩვენება რომ თავის უღიმღამო ცხოვრებაში მარტო ის ერთი დღე ბრწყინავს, ბრწყინავს როგორც  უდაბნოში ჩარჩენილი შუშის ნამსხვრევი.
                                                                                       
VI კლსის მოსწავლე ანუკი ჩეკურიშვილი

  "სამშობლოსგან გადახვეწილის სევდა"


     სამშობლო ადამიანის ნაწილია, ღრმად გამდგარი ფესვები აქვს ადამიანს მასში და ვერანაირი ძალა ვერ ამოგლეჯს მასს. ადამიანისთვის სამშობლო ყველაფრით ღირებულია: თუნდაც მიწა-წყლით, თვალწარმტაცი ბუნებით, ერის ტრადიციებით და კულტურით, ახლობელი ადამიანებით და სხვ. ადამიანები თვიანთ ქვეყანაში ლაღად, ბუნებრივად ცხოვრობენ. როცა ისინი რაღაც მიზეზით სმშობლოს წყდებიან და სხვა ქვეყანაში გადადიან საცხოვრებლად ლაღი და ბუნებრივი ცხოვრება წარსულში რჩება და სულ სხვა, უცხო და შებოჭილი ცხოვრება იწყება. ხშირია შემთვევები როცა მიდიხარ და ვეღარ ბრუნდები. გენტრება, ძალზე გენატრება, წუხხარ, ტირიხარ, მაგრამ იცი რომ სხვა გზა არაა ლოდინის გარდა. გძულს შენი თავი, რადგან იქ ვერ ჩადიხარ, ვერ ნახულობ. სამშობლოს სიყვარსულს, თუ რას ნიშნავს იგი შენთვის მაშინ ვაცნობიერებთ როცა მისგან მოწყვეტილები ვართ, მაშინ ვხვდებით მის ფასს.
    მ.ჯავახიშვილის  "მიწის ყივილი", მ.სალაძის "ქართველი ემიგრანტის ცრემლნარევი ინტერვიუ", გ. ტაბიძის "შინდისის ჭადრები", ყველგან სამშობლოსგან გადახვეწილის სევდაა. მონატრება ყველაფერი მშობლიურის: საუბრის, წეს-ჩვეულების, ბუნების.              
     ალექსანდრე ბესტავაშვილი, ლონდონში მცხოვრები ქართველი,  ყველანაირად ცდილობს თავისი სამშობლო საქართველოს შენარჩუნებას თავის სახლში. "ჩემი ოთახი პატარა საქართველოა", "ქართულს რა დამავიწყებს, გულში თავს ქართულად ველაპარაკები". ხოლო ანდრო კაიშაურს უკვე 88 წელს მიღწეულ მოხუცს ქართველობის არაფერი შერჩა. ყველაფერი ქართული მიძინებულა მის გონებაბაში და დიდ სიღრმეში დაედო ბინა. მაგრამ მის ცხოვრებაში ქართველი სტუდენტის გამოჩენის შემდეგ, ქართველობის გაჩენილი ნაპერწკალი დიდ ცეცხლად იქცა. შინდისის ჭადრების ლირიკულ გმირს არ მოსწონს საზღვარგარეთ ყოფნა, წუხს ამაზე და განიცდის. იხსენებს იმ დროს, როცა იგი თავის სამშობლოში იმყოფებოდა და შესტირის მას. რამდენი ადამიანი იქნება ანდროსა და ალექსანდრეს ბედის მქონე? უამრავი. შეიდძლება მათ კარგად ვერ გავუგო, რადგან ჯერჯერობით მათი ბედი არ გამომივლია, მაგრამ გალაქტიონ ტაბიძემ, მანანა სალაძის ინტერვიუმ და მიხეილ ჯავახიშვილმა მკაფიოდ დამანახეს სამშობლოს მოცილებული ადამიანის განცდები.

VII კლასი