"წმინდა ხელობა"
„არ წამიხდინო მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!“ წერს ვაჟა ფშაველა. მისთვის „წმინდა ხელობა“ არის თავისი შემოქმედება, თავისი
საქმე, პოეტობა. იგი ღმერთ სთხოვს არ მოუშალოს
ლექსების წერის უნარი,რადგან წეროს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და მომავლისა და შთამომავლობის
დასაგმობი არ გახდეს მისი შემოქმედება.თითოეული ადამინისთვის ეს „წმინდა ხელობა“ განსხვავებულია.
ზოგისთვის შეიძლება იყოს მხატვრობა, ზოგისთვის
სიმღერა, ცეკვა და კიდევ სხვა ნებისმიერი ხელოვნების დარგი. თითოეული ადამიანი სიყვარულით
ირჩევს თავის ხელობას, თითოეული ეთაყვანება მას და პატივს სცემს. სიწმინდე თითოეული
ხელობისა გამოიხატება იმაში რომ ყველა ემსახურება სიყვარულს, ესმახურება საქმეს ადამიანების
გაბედნიერებისას, ესმახურება მართალ სიტყვას. ადამიანებს ანიჭებს სიმშვიდეს, სითბოს, სინათლეს,სულიერად
ადიადებს მათ. „იალაღებით მობერილ ვარ სიყვარულისად... მხოლოდ შენს გულში მიპოვნია
ვანი სულისად...“ მიმართავს ანა კალანდაძე მკითხველს. ეს პოეტი ამბობდა, რომ უმეტესად სიყვარული აწერინებდა ლექსებს. მეორე მსოფლიო
ომისაგან გამოფიტულ და დაღლილ ხალხს ანას სიყვარულით
გაჟღენთილი ლექსები გულზე მალამოდ მოეცხო. გერმანელი მწერალის ჰერმან ჰესეს მოთხრობაში
„პოეტი“ გვხვდება ასეთი ადგილი: „მოხუცმა ბარბითზე სიმები აათამაშა და მხოლოდ ორი სტროფი
თქვა იმ უღრმეს ბედნიერებაზე, რომელსაც ხელოვნება ანიჭბს ადამიანს. ისე ღრმა და ისე
უზადო იყო ეს სიტყვები, რომ შეგირდს თვალები ცრემლით აევსო.“ „წმინდა ხელობის“ ოსტატს
უნდა შეეძლოს, რომ უბრალო სათქმელიც კი ისე გამხატოს თავის ლექსებში, ნახატებში თუ
სიმღერაში, რომ ადამიანის სულამდე ჩააღწიოს და ააღელვოს მსმენლის გული. იგი თვალებით
ჩაძვრება ნახატის სიღრმეში, ახლოდან დაინახავს, დაფიქრდება. დაუფიქრდება ლექსის იდეას,
სიმღერის ბგერებს, ნახატის ფერებს და მიხვდება თუ რაოდენ დიდი ძალა ჰქონია ხელოვნებას.
ისეთი დიდი რომ უგუნურ ადამიანთა სულსაც კი შეეხება და სულ ერთი ნაბიჯით რაღაცას უკეთესობისკენ
გადასწევს.
ანუკი ჩეკურიშვილი
No comments:
Post a Comment