Tuesday, March 12, 2019


"წმინდა ხელობა"

 „არ წამიხდინო მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა!“ წერს ვაჟა ფშაველა. მისთვის  „წმინდა ხელობა“ არის თავისი შემოქმედება, თავისი საქმე, პოეტობა. იგი ღმერთ სთხოვს  არ მოუშალოს ლექსების წერის უნარი,რადგან წეროს მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ და მომავლისა და შთამომავლობის დასაგმობი არ გახდეს მისი შემოქმედება.თითოეული ადამინისთვის ეს „წმინდა ხელობა“ განსხვავებულია. ზოგისთვის შეიძლება იყოს  მხატვრობა, ზოგისთვის სიმღერა, ცეკვა და კიდევ სხვა ნებისმიერი ხელოვნების დარგი. თითოეული ადამიანი სიყვარულით ირჩევს თავის ხელობას, თითოეული ეთაყვანება მას და პატივს სცემს. სიწმინდე თითოეული ხელობისა გამოიხატება იმაში რომ ყველა ემსახურება სიყვარულს, ესმახურება საქმეს ადამიანების გაბედნიერებისას, ესმახურება მართალ სიტყვას.  ადამიანებს ანიჭებს სიმშვიდეს, სითბოს, სინათლეს,სულიერად ადიადებს მათ. „იალაღებით მობერილ ვარ სიყვარულისად... მხოლოდ შენს გულში მიპოვნია ვანი სულისად...“ მიმართავს ანა კალანდაძე მკითხველს. ეს პოეტი ამბობდა, რომ  უმეტესად სიყვარული აწერინებდა ლექსებს. მეორე მსოფლიო ომისაგან გამოფიტულ და დაღლილ ხალხს ანას  სიყვარულით გაჟღენთილი ლექსები გულზე მალამოდ მოეცხო. გერმანელი მწერალის ჰერმან ჰესეს მოთხრობაში „პოეტი“ გვხვდება ასეთი ადგილი: „მოხუცმა ბარბითზე სიმები აათამაშა და მხოლოდ ორი სტროფი თქვა იმ უღრმეს ბედნიერებაზე, რომელსაც ხელოვნება ანიჭბს ადამიანს. ისე ღრმა და ისე უზადო იყო ეს სიტყვები, რომ შეგირდს თვალები ცრემლით აევსო.“ „წმინდა ხელობის“ ოსტატს უნდა შეეძლოს, რომ უბრალო სათქმელიც კი ისე გამხატოს თავის ლექსებში, ნახატებში თუ სიმღერაში, რომ ადამიანის სულამდე ჩააღწიოს და ააღელვოს მსმენლის გული. იგი თვალებით ჩაძვრება ნახატის სიღრმეში, ახლოდან დაინახავს, დაფიქრდება. დაუფიქრდება ლექსის იდეას, სიმღერის ბგერებს, ნახატის ფერებს და მიხვდება თუ რაოდენ დიდი ძალა ჰქონია ხელოვნებას. ისეთი დიდი რომ უგუნურ ადამიანთა სულსაც კი შეეხება და სულ ერთი ნაბიჯით რაღაცას უკეთესობისკენ გადასწევს.

ანუკი ჩეკურიშვილი

Thursday, January 17, 2019

Monday, January 7, 2019

                            ვეფხისტყაოსანი - ანდერძი ავთანდილისა
                                                           (შინაარსი)


      მეფეო, მე გავიპარე,იმიტომ,რომ დავეხმარო მას, ვინც თავისი განსაცდელით დამამწუხრა. გთხოვ მეფეო, შემინდე, მომიტევე და შენი მოწყალება წამაყოლე თან ღვთიური მოწყალების მსგავსად. ვიცი, საბოლოოდ,ჩემი ასეთი გადაწყვეტილების გამო არ დამზრახავ. მეფევ, ჭკვიანი ადამიანი არ მიატოვებს თავის მეგობარს განსაცდელში. თუ მე ეს გავაკეთე, მაშინ მატყუარა და ფლიდი აღმოვჩნდები. შემოგბედავთ და გეტყვით პლატონის მიერ ნათქვამ სიტყვას:"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა." ყოველივე უბედურების სათვე სიცრუეა და მე რად გავუტეხო გული ჩემს მეგობარს, როგორ გავწირო ის, ვინც მე ღვიძლ ძმაზე მეტად მიმაჩნია. მარტო ფილოსოფოსების მიერ მიღებული ცოდნა რას მარგებს?! იმიტომ ვსწავლობთ, რომ სულიერად ავმაღლდთ და ზეციურ წყობას ჰარმონიულად შევერწყათ. როგორც ქრისტეს მოწაფენი ამბობდნენ სიყვარული სულიერად აღგვამაღლებს. მეფევ, შენ არ გჯერა ამის და უსწავლელი კაცი როგორღა დავაჯერო?!
     მე ღმერთმა დამბადა და მანვე მომცა მტირს დაძლევის ძალა, მაგრამ გარდა ამისა, მან მიბოძა უხილავი ძალაც, რომლის დახმარებითც მე შემიძლია ყველა მიწიერი არსების დახმარება. ღმერთის შესაძლებლობები უსაზღვროა . რა საქმის გაკეთებაც არ ენდომება, ის საქმე არავითრ შემთხვევაში არ ასრულდება. ყველაფერი ღმერთის ნებაა, როგორც ია და ვარდი ვერ ძლებს მზის გარეშე, ისე ვერ ვძლებ მე, ტარიელის გარეშე. ჩემს თავს როგორ ვაპატიო მის საშველად რომ არ წავიდე,როცა ვიცი,  რომ მას იასა და ვარდივით გახმობა, სიკვდილი მოელის. როგორც არ უნდა სწყრებოდე მეფევ, გთხოვ შემინდო, რადგან ტარიელის დახმარების სურვილით დატყვევებულს ძალა არ შემწევდა, რომ თქვენი ნება შემესრულებინა და სამეფოსი დავრჩენილიყავი. წასვლა ჩემი ტანჯვის წამალია. თუ ჩემი სურვილი შევასრულე, მაშინ მის საშველად წასულს, რაც არ უნდა შემემთხვეს ყველაფერზე თანახმა ვარ, რადგან იქ ჩემი ნებით ვიყავი მოხვედრილი. რაც ჩემთვის ღვთის განგებას დაუწესებია, დაე, ის გადამხდეს. ნეტავ, თქვენ გნახოთ მხიარულნი, იდდებითა და ძლევით შემოსილი, მე კი ისიც მეყოფა სახელად, თუ ტარიელს რამე ვარგე. მეფევ, მომკალ ჩემი ეს გადაწყვეტილება თუ ვინმემ დამიწუნოს. ჩემი წასვლა თქვენ ნუ დაგამწუხრებთ. მე ვერ მოვატყუებ ტარიელს და ლაჩრის შესაფერის საქმეს ვერ ჩვიდენ. ჩემი ასეთი საქციელი ამ ქვეყნად ზომ შემარცხვენს და იმქვეყნადაც ტარიელის პირისპირ რომ აღმოვჩნდები სირცხვილით დავიწვები. მოყვრის არ დავიწყება არასდროს მოგვიტანს ზიანს. ვგომბ იმ კაცს, ვისაც სამარცხვინო საქციელი აქვს ჩადენილი წარსულში ან აწმყოში. ვერ ვუღალატებ მზის დარ ხელმწიფე ტარიელს.
      ვინ არის იმ კაცზე უარესი ვინც თავის თავში ზედმეტადაა დარწმუნებული, მკვეხარია, საქმის კიდევ, ვერშემსრულებელი. ვინ არის იმ კაცზე უარესი, ვისაც ომის დროს სიშისაგან სახე დაღმანჭია, იმ კაცზე უარესი ვინც ომში, გამარჯვების ნაცვლად სიკვდილზე ფიქრობდეს.ლაჩარ კაცს მქსოველი ქალი სჯობს, რომელიც თვის საქმეს ღირსეულად ასრულებს. სახელის მოხვეჭა სჯობს ყოველივე სიმდიდრის მოხვეჭას.
      სიკვდილი გარადაუვალია, ვერანაირი ძალა ვერ შეაჩრებს მასსიკვდილი ყველას ათნასწორებს მდიდარსაც და ღარიბსაც, საბოლოოდ, ყველას ერთდ მოუყრის თავს, მოხუცსაც და ახალგაზრდასაც. თუმცა ნაძრახ სიცოცხლეს ისევ სახელოვანი სიკვდილი სჯობია. ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ სიკვდილს ყოველ წამს არ უნდა ელოდეს.
     თუ ცოცხალი ვრ დავბრუნდი, ჩათვალე, რომ  ცხოვრება ისე დასრულდა, როგორც მუხთლსა და გაუტანელ ბედ შეეფერება. თუ დამამხობელმა წუთისოფელმა დამამხო, უცხო ქვეყანაში დავრჩები ისე, რომ მშობლებიც ვერ დამიტირებენ. აი, სწორედ მაშინ სემიწყალეთ მეფევ, თქვენი მოწყალე გულით.
      მეფევ, მე მაქვს უამრავი სიმდიდრე და ჩემი გარდაცვალების შემდეგ ეს სიმდიდრე დაურიგე გლეხებს და გაჭირვებულებს, რათა ილოცონ ჩემი სულისთვის და იმქვეყნად მოვხვდე იმ ადგილას, სადაც ჩემი წყლულები განკურნდება, ანუ ღმერთმა სამოთხეში დამამკვიდროს ადგილი. მიხსნას ბნელისგან და ზეციოური ნათელით შემმოსოს. მარადიულ ნათელში დამამკვიდროს, რათა წუთისოფელის წვრილმანი ზრუნვა ვერ შემეხოს. ნეტავ, ფრთები მქონდეს, რათა ამ ძალით მომეცეს შნო ზეცისკენ სწრაფვისა. მეფეო, არ დაგენანოთ ჩემი სიმდიდრე, გაეცით იგი, ზოგი დავრდომილთა თავშესაფრის აშენებას მოახმარეთ, ზოგი კიდევ ხიდების. თვენს გარდა არავინ მეგულება ისეთი, ვინც ჩემს გულზე მოკიდებ ცეცხლ ჩააქრობს და მანუგეშებს. ამის შემდეგ, ჩემს ამბავს ვეღარ შეიტყობთ და ამიტომ, გავედრებ ჩემს სულს. ეს წერილი პირდაპირ  გაგაგებინებს ჩემს ზრახვას. ყოველგვარი პირფერობისა და მაამებლობის გარეშე ვწერ ამას, რადგან ეს ცემს სულს არაფერს არგებს და დაბინძურებულს ესმაკეული ძალა სძლევს.
      მეფევ, გთხოვ ჩემს ერთგულ მონას, შერმადინს, უპატრონო. ჩემგან წყალობასაა ცვეული და გთხოვ ნუგეში ეცით მას. ამით ვასულებ ჩემს ანდერძს. არ დამწუხრდეთ არც თქვენ და არც თინათინი, გამარჯვებით დიდებით იყავით!
     ავთანდილმა ანდერძი შერმადინს მისცა და უთრა: შენ მიართვი მეფეს ეს წერილი. შენს გარდა სხვა ამ საქმეს ვერ შეასრულებსო. მოეხვია და ატირდა. სისხლის ცრემლებით ტიროდა ავთანდილი.